ისლანდიაში  ქალებისთვის კაცებზე დაბალი ანაზღაურების გადახდა უკანონო ხდება

ავტორი: მაქს იეგერი

ორიგინალი:  https://nypost.com/2018/01/03/iceland-makes-it-illegal-to-pay-women-less-than-men/

თარგმანი: რევაზ კარანაძე

 

ორშაბათს, ისლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც დამსაქმებლებს ავალდებულებს თაბარი ხელფასი გადაუხადოს დასაქმებულებს, მიუხედავად მათი გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა თუ ეთნიკური წარმომავლობის.

კანონი, რომელიც ძალაში შევიდა ახალი წლიდან, ავალდებულებს ყველა კომპანიას, რომლესაც ჰყავს 25 ან მეტი თანამშრომლი, გაასაჯაროოს ერთნაირ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანებს თანაბარი ანაზღაურება, იუწყება  BBC.

ნორდიკულ კუნძულ-სახელმწიფოში, ამჟამად ქალები გამოიმუშავებენ 14%-ით ნაკლებს, ვიდრე კაცები, რის აღმოფხვრასაც ხელისუფლება 2022 წლისთვის ვარაუდს.  

თანასწორი უფლებები არის ადამიანის უფლებები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კაცებს და ქალებს თანაბარი შესაძლებლობები გააჩნდეთ სამუშაო ადგილზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა მივიღოთ ყველა ზომა ამის მისაღწევად.” – განაცხადა თანასწორობისა და სოციალურ საქმეთა მინისტრმა თორსთეინ ვიგლუნდსონმა კანონის ხელმოწერისას, შაშრან, ქალთა საერთაშორისო დღეს.

ისლანდიამ შექმნა ქვოტა კომპანიებისთვის, რომლებსაც 50 ან მეტი დასაქმებული ჰყავთ. ამ კომპანიების სამეურვე საბჭოების 40%-ს უნდა წამოადგენდნენ ქალები.

ქვეყანამ თითქმის გაათანარბა ქალების წამომადგენლობა არჩევით თანამდებობზეც. ისლანდიის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, ქალები წარმოადგნენ ქვეყნის 49%-ს და იკავებენ ადგილოვირვი მთავრობებში და სახელმწიფო წამომადგენლობით ორგანოებში მანდატების 40%-ს.

მონაცემების მიხედვით, ქალების წილი, რომლებიც კენჭს იყრიან პოლიტიკური თანამდებობების დასაკავებლად 1980-იანი წლებიდან დიდად არ შეცვლილა, თუმცა 1983 წლიდან ქალების რიცხვი, ვინც იმარჯვებს არჩევნებში გაიზარდა 15%-დან 45%-მდე.

0