სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივ კოლეჯ “მერმისში”

ვაგრძელებთ ჩვენ მიერ  დამკვიდრებულ ტრადიციას ხელი შევუწყოთ შრომითი საკითხების აქტრუალიზირებას პროფესიულ საგანმანათლებლოს დაწესებულბებში.

“სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრმა” 14 ნოემბერს სამუშაო შეხვედრა გამართა საზოგადოებრივ კოლეჯ “მერმისში”. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ სოლიდარობის ქსელის წარმომადგენლები ელენე ბერიაშვილი და შოთო აზიკური.

სემინარის მიზანი იყო შრომის კოდექსისა და მისი გამოყენების პრაქტიკების გაცნობა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალში დასაქმებულები გახდებიან. ამასთანავე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების გაანალიზება.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტებთან ერთად ვისაუბრეთ კოლექტიური ბრძოლის სხვადასხვა გზებსა და პროფკავშირული ბროძლის სტრატეგიებზე და მათ მნიშვნელობებზე. ამ  ყველაფერს პრაქტიკული კუთხით დაეხმარა სიმულაციური თამაში: “შრომითი დავა”, რომლის მიმდინარეობა მოიცავს მშრომელთა ორგანიზებას და კოლექტიური დავის წამოწყებასა და მოგვარებას დამსაქმებელთან. თამაში  სტუდენტებს რეალური სიტუაციის ცხადად აღქმაში ეხმარება.

მსგავსი სემინარების ჩატარება სხვა პროფესიული კოლეჯების სტუდენტებთანაც არის დაგეგმილი.

0