დემოკრატიის გაკვეთილი პორტუგალიიდან – საკონსტიტუციო ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წინააღმდეგ

ავტორი: რევაზ კარანაძე ; „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის“ პოლიტეკონომისტი და კასელის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტეკონომიის მაგისტრი

თარგმანი ინგლისურიდან: რევაზ კარანაძე

ორიგინალი: https://medium.com/@revazkaranadze/a-lesson-of-democracy-from-portugal-against-the-constitutional-austerity-in-georgia-a9415bfdefc8

რედაქტორები: გიორგი კობახიძე  & თეონა კუპრაძე

 

ა.შ.შ-ში 2007-2008 წლის იპოთეკური კრიზისი მალევე გადაედო სპეკულაციურ ფინანსურ ბაზარს, რის გამოც „უოლ სთრითი” პანიკამ მოიცვა. ამ პანიკამ სანდოობა დაუკარგა მთელ საბანკო სექტორს აშშ-ს მასშტაბით. კრიზისის განვითარებისას, კერძო ფინანსური ინსტიტუტები გამუდმებით კარგავდნენ აქტივების ლიკვიდურობის ძალას. აქედან გამომდინარე, შეიქმნა გაბატონებული აზრი კრიზისიდან გამოსვლის შესახებ.

ნეოლიბერალური დერეგულაციური მექანიზმები, რომლებიც ყოველთვის მიმართული იყო „ბაზრის უფრო მეტად გათავისუფლებაზე“,  ამ ეტაპზე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ფინანსური სექტორის ლობისტებმა კი დაიწყეს ერთმანეთთან შეჯიბრება მთავრობისგან დახმარებების (bailouts) მისაღებად. „ძალიან დიდია მარცხისთვის” (too big to fail) იდეოლოგია გამოიყენებოდა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის. თუ დიდი ფინანსური სპეკულატორები ვერ მიიღებდნენ  სახელმწიფო დახმარებას, მაშინ მთელი სისტემა ჩამოიშლებოდა. აქედან გამომდინარე, რეალურად ფინანსური ინსტიტუტები უნდა გადარჩენილიყვნენ მოსახლეობის გადასახადებით (საინტერესოა, რომ ეს მოქალაქეები არასდროს იღებენ დახმარებასა და შეღავათებს, როდესაც მათ პირად ვალებს ეხება საქმე).

თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული ნეოკეინსიანური მარეგულირებელი ღონისძიებები გატარდა 2010-2014 წლებში. ეს ერთი შეხედვით ალტერნატიული მარეგულირებელი ინსტრუმენტები უნდა ყოფილიყო გარანტი ბანკების შემდგომი განადგურების შესაკავებლად და გარკვეულწილად რიგითი მოქალაქეებისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად (რიგით მოქალაქეებს აღარ მოუწევდათ ეხადათ ფინანსური სექტორის დანაშაულებრივი ქმედებების საფასური). „ვოლკერის წესის”  შემოღების შედეგად აშშ-ში კომერციული ბანკებს მკაცრად შეეზღუდათ სადეპოზიტო საქმიანობის წარმოება (1999 წლის „გლას-სტიგალ აქტის” მიღების შემდეგ კომერციული ბანკები ძალიან დიდი თავისუფლებით სარგებლობდნენ). შინაარსობრივად თითქმის იდენტური მარეგულირებელი მექანიზმები შემუშავდა გაერთიანებულ სამეფოშიც, სადაც „ვიკერსის შემოთავაზების” მიხედვით დაინერგა „წრიული-ღობვის“ (ring-fencing)  პრაქტიკა და დარეგულირდა LIBOR (ლონდონის ბანკთაშორისი შემოთავაზებული კურსი) (Langley, 2015).

ამასთანავე, პირველად ისტორიაში ჰეჯ ფონდები მოექცნენ მარეგულირებელი ზედამხედველობის ქვეშ.

აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოსგან განსხვავებით ევროკავშირში მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. რასაკვირველია ამ შემთხვევაშიც ბრალი კაპიტალიდან მშრომელებზე იქნა გადატანილი, თუმცა ევროკავშირის შემთხევა გამოირჩევა სპეციფიკურობით რამდენიმე მიზეზის გამო: ევროკავშირი არ წარმოადგენს სახელმწიფოს, არამედ არის არათანაბრად განვითარებული სუვერენული ეკონომიკების საერთო ბაზარი. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ  ევროკავშირში გვხვდება დაბალი სანდოობის მქონე მრავალფენიანი ბიუროკრატია. ასევე, თითოეული წევრი ქვეყნისთვის საერთო გამოსავლის მონახვა რთულია, რადგან ყველა სუვერენულ ერთეულს კრიზისთან გასამკლავებლად საკუთარი ინტერესი და ხედვა გააჩნია (2009 წლის „ლისაბონის შეთანხმება” არ აძლევს ევროპის ცენტრალურ ბანკს საკუთარი გადაწყვეტილებების ეროვნულ პოლიტიკაზე მაღლა დაყენების უფლებას).

საბერძნეთში ფინანსური ბუშტების გახეთქვამ გზა გაუკვალა ევროპის საერთო ბაზრის ჩამოშლის შიშს. საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შიშობდა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყენებიც გაიზიარებდნენ საბერძნეთი ბედს. ისინიც ვერ აირიდებდნენ სამხრეთ ევროზონის ქვეყნების საბირჟო მონეტარული ღირებულების გაუფასურებას. ამიტომ, ის მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო ევროზონის ყველა წევრის თანაბარი ჩართულობა.  კრიზისთან გამკლავება შესაძლებელი იყო ევროზონის ქვეყნების სოლიდარობითა და დახმარებით. სარკოზიმ ხედვბიც კი შიეცვლა და ფისკალური კონსერვატივიზმიდან უფრო ნეოკეინსიანური მსოფლმხედველობისკენ გადაიხარა.

საფრანგეთისგან განსხვავებით, გერმანიას არ სურდა დახმარების გაწევა და პირიქით, სოლიდარობის ნაცვლად ბერძენ ხალხს სიზარმაცე დააბრალა და სიტყვა „PIIGS”- ით Portugal, Ireland, Italy, Greece, Spain (ინიციალების განლაგება პორტუგალია, ირლანდია, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი, რაც ინგლისურად გავს სიტყვა ღორს) მოიხსენიებდა. გერმანული დისკურსი ორიენტირებული იყო სამხრეთ ევროპული ქვეყნების პასუხისმგებლობის დაყენებასა და მათ მკაცრად დასჯაზე (Crespy & Schmidt, 2012).

ევროკავშირიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და უკვე აშშ-დანაც წამოსულმა ზეწოლამ ზეგავლენა იქონია კაცნელერ ანგელა მერკლსა და გერმანიის ფინანსთა მინისტრ ვოლფგანგ შოიბლეზე. გერმნელი პოლიტიკოსები მიხდვნენ, რომ კრიზისის გაღრმავება არსახარბიელო აღმოჩნდებოდა არამხოლოდ საერთო ბაზრისთვის, არამედ დააზიანებდა გერმანულ მეწარმეობასაც. ამიტომაც, როგორც ევროკავშირისა და ევროზონის ყველაზე ძლიერმა ეკონომიკამ, გერმანიამ მოითხოვა მკაცრი ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება  „PIIGS”-ის ქვეყნებში. გერმანიის მთავრობა კვლავ რჩებოდა ერთგული გერმანელი ამომრჩველებისა და გადამხდელების წინაშე. რამდენიმე დაგვიანებული მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ, გერმანიამ დაარწმუნა საფრანგეთი „ორდოლიბერალიზმის“ ეფექტურობაში, რასაც მთელი ევროზონა უნდა მიჰყოლოდა.

სამხრეთ ევროპული ქვეყნები და ირლანდია უნდა გამოსულიყვნენ კრიზისიდან მკაცრი ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარებით. თუმცა, მსოფლიო სავალუტო ფონდი ნაკლები ენთუზიაზმით ეგებობოდა ევროკავშირის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროპული საბჭოს ამ გადაყწვეტილებას. მსოფლიო სავალუტო ფონდს უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდა ამ კუთხით, რადგან ლათინური ამერიკის ქვეყნების შემთხვევაში ამგვარმა პოლიტიკამ არ გაამართლა.

ქამრების შემოჭერის პოლიტიკის სისრულეში მოყვანამ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას მივყავართ სოციალურ კატასტროფამდე. დიდმა საბიუჯეტო შემცირებებმა გამოიწვია ხელფასების გაუფასურება და მოსახლეობისთვის კეთილდღეობის მოკლება, მაშინ როდესაც გერმანული კაპიტალი გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ამგვარმა კაბალურმა მიდგომებმა ყველგან ვერ ჰპოვა ლეგიტიმაცია. ამის ნათელი მაგალითია პოტრუგალია.

ხალხი ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წინააღმდეგ; პრაკა დო კემერსიო, ლისაბონის მთავარი მოედანი; 23.03.2013; © უგო კორეია; როიტესრსი

პორტუგალიის შემთხვევა გამოირჩევა უნიკალური მახასიათებლებით. საბერძნეთისგან განსხვავებით, პორტუგალიის ეკონომიკა კრიზისამდეც სუსტი იყო და არ ახასიათებდა ფინანსური ბუშტები. ამიტომაც, გერმანული ბრაზი ნაკლებად იგრძნობოდა ლისაბონში, თუმცა ქამრების შემოჭერის ეკონომიკური პოლიტიკა მაინც გატარდა. ამ ლოგიკის მიხედვით, პორტუგალია შეძლებდა კრიზისიდან თავის დაღწევას, ეკონომიკის გაჯანსაღებას, მშპ-ს გაზრდას საჯარო დანახარჯების შემცირებისა და საბიუჯეტო შეკვეცების ხარჯზე. ასევე, აუცილებელი წინაპირობა იყო შრომითი რეგულაციების შემსუბუქება, რათა იაფი მუშახელით მეტი უცხოური ინვესტიცია მოეზიდათ. ე.წ. “ტროიკა” შიშობდა, რომ პორტუგალიის საგარეო ვალი მალევე მოახდენდა უარყოფით ზეგავლენას ეკონომიკის აღმასვლაზე, თუ მშპ არ დაიწყებდა ზრდას. 2012 წლისთვის პორტუგალიას ევროპაში ერთიერთი ყველაზე მაღალი საგარეო ვალი ჰქონდა, რომელიც ქვეყნის მშპ-სთან მიმართებით 112% იყო.

„ქამრების შემოჭერის პოლიტიკის შედეგად უმუშევრობამ მიაღწია 17,3% 2013 წლისთვის. კომუნალურები განკერძოვდა, დღგ გაიზარდა, ქვეგადასახადი დაწესდა შემოსავლებზე, საჯარო სამსახურების ხეფლასები და პენსიები მკაფიოდ შემცირდა, რადმენიმე საჯარო დასვენების დღეც გაუქმდა, ხოლო სამუშაო დღე დაიზარდა. ორწლიან პერიოდში განათლების ბიუჯეტი  23%-ით შემცირდა”  (Jones, 2014).

საყურადღებოა, რომ საბიუჯეტო შემცირებები შეეხო ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებასაც (OXFAM, 2013). მაკროეკონომიკური პერსპექტივიდან უნდა აღინიშნოს, რომ დაზრალდა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რამაც შეამცირა მოთხოვნა ბაზარზე. ყოველივე ამან კი ხელი შეუშალა მშპ-ს პოზიტიურ ზრდას.

მოსახლეობა თავს შებღალულად გრძონბდა. პროფესიული კავშირების სხვადასხვა გაერთიანებებმა, სტუდენტურმა ჯგუფებმა და საუნივერსიტეტო სივრცეების წარმომადგენლებმა შეძლეს სამთავრობო დისკურსისთვის ლეგიტიმაციის წართმევა. მათ შემქნეს საწინააღმდეგო კონტრდისკურსი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პორტგალიის სოციალისტური პარტია გაერთიანებული კოალიციაში მემარცხენე ბოკთან, კომუნისტებთან და მწვანეებთან. ახალმა კოალიციამ მოახერხა ქამრების შემოჭერის მომხრე, სოციალ დემოკრატი მთავრობის გადაყენება.

ახალი მთავრობა, პრემიერ ანტონიო კოსტას მეთაურობით წარმატებით გაუმკლავდა „ტროიკის“ ზეწოლას. „სირიზასგან“   განსხვავებით, კოსტას კაბინეტმა ხალხთან დადებული პირობა შეასრულა და აღადგინა ქამრების შემოჭერის პოლიტიკამდე არსებული დღის წესრიგი პროგრესული ნიშნებით. ახალმა მთავრობამ გაზარდა საჯარო ინვესიტრება, გაზარდა მინიმალური ხელფასი და პენსიები.

ნავარაუდები კატასტროფა არ მომხდარა. 2016 წლის შემოდგომისთვის, მთავრობის ჩამოყალიბებიდან წლინახევრის თავზე, მთავრობას შეეძლო ეტრაბახა მდგრადი, გაზრდილი ეკონომიკით და 13%-იანი ნახტომით კორპორატიულ ინვესტიციებში. ამ წელის რიცხვების მიხედვით, დეფიციტი თითქმის განახევრდა 2,1%-მდეეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია პორტუგალიაში ათწლეულების მანძილზე ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნების შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პორტუგალია პირველად შეესაბამებოდა ევროზონის ფისკალურ წესებს. ამასობაში ეკონომიკა გაიზარდა 13 წარმატებული კვარტალის მანძილზე” (Jones, 2017).

ასევე,  პორტუგალიის პრემიერმა „ტროიკას“ მისი ხელისუფლების რადიკალურად წარმოჩენის საშუალების არ მისცა. კოსტამ გადადგა გონივრული ნაბიჯი, როდესაც მემარჯვენე კანდიდატს მარსელუ რებელუ დე სუზას დაუჭირა მხარი პრეზიდენტობის პოსტზე. პორტუგალია საპარალმაენტო დემოკრატიაა, სადაც პრეზიდენტს უფრო სიმბოლური ფუნქციები აკისრია (Ames, 2016).

გლობალურ ჩრდილოეთში ეს ქვეყანა სოციალური განადრურების თავიდან აცილების მაგალითია. პორტუგალია საწინააღმდეგოდ, მოიქცა და მიმართა ჰეტეროდოქსულ ეკონომიკურ ზომებს. საბერძნეთისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების პოლიტიკური განსჯა მოდიოდა სრულ თანხვედრაში მოსახლეობის დემოკრატიულ სურვილებთან. პორტუგალიის მთავრობის მიერ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უპირატესობის მინიჭება რეალური დემოკრატიის მაგალითია. „ტროიკა” ვერ შეედავა ამ პოლიტიკას, რადგან მთავრობის ქმედებებმა წარმატებას მიაღწია.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ პორტუგალიისგან, რომ ნამდვილი დემოკრატია უნდა აისახებოდეს მოსახლეობის სოციოეკონომიკურ საჭირობებზე და არ უნდა იყოს საერთოშირო ფინანსური კაპიტალის აგენტების დირექტივებზე მორგებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო მოექცა ექსპერიმენტული ეკონომიკური პოლიტიკის ქვეშ, რამაც ქვეყანაში პოლიტიკა გამოშიგნა სოციალური შინაარსისგან. ნეოლიბერალური ექსპერიმენტები და თანდართული ფინანსიალიზაცია ძვირად უჯდება ქართველ ხალხს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) 2016 წლის მონაცემების მიხედვით, კომერციული ბანკებისგან აღებული დაუფარავი სესხები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 59.01%-ს შეადგენს. ყოველი ათასი ზრდასრულიდან, 717 კომერციული ბანკის მსესხებელია. ხელფასების ვარდნა, უმუშევრობის მაჩვენებლის საგანგაშო ზრდა, სტაბილური სამსახურების არარსებობა და მსყიდველთუნარიანობის დაუსრულებელი შემცირება – სწორედ ეს გარემოებები აიძულებს ხალხს ისეთი სარისკო გადაწყვეტილების მიღებას, როგორიც სესხის აღებაა. შედეგად ყოველ წელს იზრდება ვალებთან დაკავშირებული თვითმკვლელობის რიცხვი და სამუშაო ადგილილებზე ფატალური შემთხვევების რიცხვი მაღალია (ქვეყანაში არ არსებობს ჯანრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის რეგულაციები, ხოლო შრომის ინსპექცია შესაბამისად არ ფუნქციონირებს).

სამწუაროდ, საქართველოს მთავრობა და დომინანტი ეკონომისტები აგრძლებენ იმგვარი პოლიტიკისთვის პრიორტეტების მინიჭებას, რომელიც ემსახურება თავისუფალ, დაურეგულირებელ ფინანსებს, რომელიც გათავისუფლებულია ყველა სოციალური პასუხისმგებლობისგან. ქვეყნის კონსტიტუცია ზღუდავს საბიუჯეტო დანახარჯებს, სადაც დანახარჯები არ უნდა აღმატებოდეს მშპ-ს 30%, რაც თავისთავად გულისხმობს კონსტიცუირად გარანტირებულ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას. 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო „თავისუფლების აქტის” შედეგად შეიზღუდა სახელმწიფო სუვერენულობა, რადგან მთავრობას წაერთვა ძალა ფისკალური პოლიტიკის ადმინისტრირებისა, ხოლო პარლამენტს აღარ აქვს ძალა განსაზღვროს საგადასახადო პოლტიკა (Parliament of Georgia, 2010).

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს ახალი მთავრობა სუსტი აღმოჩნდა ბიზნეს და დამსაქმებლეთა ასოციაციებისა და მათი ლობისტი ორგანიზაციების წნეხის წინაშე (მაგ: „საეთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო” ძლიერად უჭერდა მხარს “თავისუფლების აქტის” კონსტიტუციაში დატოვებას, ხოლო საგადასახადო პოლიტიკის პარლამენტის ნაცვლად სარეფერნდუმო საკითხად დატოვებას დემოკრატიის საგნად ასაღებდა). მოქალაქეებს წაერთვათ ღირსეული შრომის, ხარისხიანი საყოველთაო ჯანდაცვის, უფასო განათლების და სოციალური პროგრამების ყველანაირი პერსპექტივა. საკონსტიტუციო ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ზღუდავს პალამენტის ძალას ფისკალურ საკითხებზე (მაგ: პალამენტს არ შეუძლია არსებული „ბრტყელი გადასახადების” (flat taxation) სიტემა ოდესმე შეცვალოს(Japaridze, 2017).

დაბალი ხელფასები გარანტიაა მოსახლეობის გაღარიბების, რაც ამცირებს მსყიდველთუნარიანობას. ქვეყანაში სოციოეკონომიკური მდგომარეობა საგანგაშოა. ეს აფერხებს მოსახლეობის მონაწილებას პოლიტიკურ პროცესში. ერთადერთი გამოსავალია  ეკონომიკურ პოლიტიკაში იდეოლოგიური და ლოგიკური ჩარჩოს შეცვლა. პორტუგალიის ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო დემოკრატიის ტრიუმფი.  საქართველო უნდა გამოძვრეს ამ მცდარი, ჩაკეტილი წრიდან და შეწყვიტოს რადიკალური მემარჯვენე პოლიტიკის შემუშავება, რომელიც განსახიერებულია ნეოლიბერალურ საკონსტიტუციო ქამრების შემოჭერის პოლიტიკაში. ადამიანის განვითარება და კეთილდღეობა უნდა გახდეს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური წინსვლის მამოძრავებელი ძალა.

დემოკრატიული ალტერნატივა შესაძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ვისწვალოთ პოტუგალიისგან!

 

 

ბიბლიოგრაფია

Ames, P. (2016, January 12). Why Portugal has become an oasis of stability. Portugal bucks Europe’s populist trend, but financial fragility remains a threat. Politico. Retrieved from https://www.politico.eu/article/why-portugal-has-become-europes-oasis-of-stability-antonio-costa-prime-minister/

Crespy, A., & Schmidt, V. (2012). The Discursive Double Game of EMU Reform: The Clash of Titans between French White Knight and German Iron Lady. Paper for the 9th Biennal Conference, (pp. 350-368). Ottawa.

IMF. (2017). Financial Access Survey: Georgia. Retrieved from http://data.imf.org/?sk=E5DCAB7E-A5CA-4892-A6EA-598B5463A34C&sId=1460043522778

Japaridze, S. (2017). The Oligarchs’ Constitution. Jacobin Magazine. Retrieved September 21, 2017, from https://www.jacobinmag.com/2017/06/georgia-constitution-georgian-dream-taxes-article-94

Jones, O. (2017, August 24). No alternative to austerity? That lie has now been nailed. The Guardian. Retrieved from https://www.theguardian.com/commentisfree/2017/aug/24/austerity-lie-deep-cuts-economy-portugal-socialist

Langley, P. (2015). In Liquidity Lost (pp. 124-145). Oxford University Press.

OXFAM. (2013, September). Portugal Case Study. THE TRUE COST OF AUSTERITY. Retrieved from https://www.oxfam.org/sites/www.oxfam.org/files/cs-true-cost-austerity-inequality-portugal-120913-en.pdf

Parliament of Georgia. (2010). Constitution of Georgia: Article 94. Tbilisi. Tbilisi. Retrieved from http://www.parliament.ge/uploads/other/28/28803.pdf

 

0