კვლევის თანხმად საწმენდი საშუალებების დამაზიანებელი ეფექტი ქალების ფილტვებზე უტოლდება დღეში 20 სიგარეტის მოწევას

ავტორი: ტომ პორტერი

წყარო: http://www.newsweek.com/impact-cleaning-products-lung-health-bad-20-day-cigarette-habit-study-810277

თარგმანი: რევაზ კარანაძე

ახალი კვლევის მიხედვით, საწმენდი აეროზოლის რეგულარურ მოხმარების ისეთივე ეფექტი აქვს ჯანმრთელობაზე, როგორც დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევას.

ნორვეგიის ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს 6000 ადამიანი, რომლეთა საშუალო ასაკის შეადგენდა 34-ს და რომლებიც უკვე დაახლოებით 2 ათწლეულის მანძილზე იყენებდნენ საწმენდ საშუალებებს. (კვლევა გამოქვეყნდა “American Thoracic Society’s American Journal of Respiratory and Critical Care Medicine ).

მათ აღმოაჩინეს, რომ ფილტვის ფუნქციონრებამ დაიკლო ქალებში, რომლებიც ხშირად მოიხმარდნენ საწმენდ საშუალებებს, ეს განსაკუთრებით ეხება იმ ქალებს, რომლებიც მუშაობდნენ დამლაგებლებად. წლების მანძილზე საწმენდი საშუალებებების მოხმარება უთანაბრდება დღეში ოცი სიგარეტის მოწევას.  

“მაშინ როდესაც, საწმენდი საშუალებების მოკლე ვადიანი ზიანი ხშირად გამოვლინდება და დოკუმენტირდება, მაგალითად ასთმის სახით, გრძელვადიანი ეფექტები ჩვენთვის უცნობია”, განაცხადა დოქტორმა სესილ სვანესმა, ნორვეგიის ბერგენის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის მთავარი ავტორი.

დამლაგებელი წმენდს ხიდის იატაკს, რომელიც აკავშირებს ევროპალამენტს და უინსტონ ჩერჩილის შენობას; 12 მაისი 2016; სტრასბურგი საფრანგეთი.

“ჩვენ ვშიშობთ, რომ ამგვარი ქიმიური ნივთიერებები, რომელბიც დღითიდღე მდგრადად იწვევენ საჰაერო გზების დაზიანებას, ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის ფუნქციის მოშლა”, აცხადებს სვანესი.  

მეცნიერები გვირჩევენ თავი ავარიდოთ ამ პროდუქტებს, და უმჯობესია გამოვიყენოთ მიკროფაიბერის ტილოები და წყალი.

კვლევისთვის, მეცნიერებმა გაზომეს ფილტვის ფუქნცია ჰაერის რაოდენობის გამოცდით, რომელიც ძლიერად ამოისუნთქეს კვლევაში მონაწილეებმა

მათ გამოიკვლიეს შედეგები კითხვარებთან ერთად, რომლებშიც მათ მონაწილეებს ჰკითხეს თუ რა სიხშირით გამოიყენებდნენ საწმენდ საშუალებებს.

კვლევის თანახმად, იმ ქალებს, რომლებიც რეგულარულად გამოიყნებდა საწმენდ საშუალებებს, საგრძნობლად დაწეული ჰქონდათ ფილტვის უნარიანობა.

მკვლევარებმა, ქალებს, რომლებიც რეგულარულად ხმარდობნენ საწმენდ საშუალებებს, აღმოაჩნდათ ასთმის გაზრდილი ნორმა.

პროდუქტებმა, როგორც ჩანს, უფრო მეტად დააზიანა ქალი მონაწილეების ფილტვების უნარიანობა, ვიდრე კაცების. აღსანიშნავია, რომ კვლევაში კაცი მონაწილეების რიცხვი ქალი მონაწილებიის რიცხვთან შედარებით დაბალი იყო.

“როდესაც ფიქრობ, რომ გიწევს შეისუნთქო საწმენდი საშუალებების ნაწილაკები, რომელბიც განკუთვნილია იატაკის საწმენდად და არა ფილტვებში ჩასასუთქად, შესაძლოა ამიტომაც არაა გასაკვირი”, განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ოისტეინ სვანესმა , დოქტორანტი.

ექპერტებს მიაჩნიათ, რომ  ფილტვის ფუნქციის შესუსტება გამოწვეულია  საწმენდი საშუალებებით გამოწვეული ლოწროვანი მემბრანის შეღწევით სასუნთქ სისტემაში, რაც დროთა განმავლობაში იწვევს გამოუსწორებელ ცვლილებებს.

შედეგები მიუყვება ფრანგი მეცნიერების 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ კვლევას, რომელმაც დაადგინა, რომ ექთნები, რომელბიც გამოიყენებენ დეზიმფიცირების საშუალებებს, მათ 24 %-დან 32 %-მდე მეტი შანსი აქვთ განუვითარდეთ ფილტვებთან დაკავშირებული დაავადებები

თუმცა, კომოპანია, ირწმუნება, რომ გამოიგონეს აეროზოლი, რომელიც ანადგურებს ჭვარტლს და ამცირებს ჰაერის დაბინძურებას. პურეტი აცხადებ, რომ აეროზულს შეუძლია გადააქციოს ნებისმიერი ზედაპირი თვით-გამწმენდ საშუალებად.

0